კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ,,სინოვაკზე” რეგისტრაცია 21 მაისს დაიწყება
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ,,სინოვაკით” ვაქცინაზე რეგისტრაცია 21 მაისს , ხოლო თვითონ ვაქცინაცია კი 24 მაისს დაიწყება.
“იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, პარასკევს გამოცხადდება რეგისტრაციის პროცესი, ხოლო თვითონ ადმინისტრირება ვაქცინის უკვე ორშაბათიდან დაიწყება მთელი საქართველოს მასშტაბით. ეს ვაქცინაც 18 წელს ზემოთ მოსახლეობისთვისაა განსაზღვრული და მისი ეფექტურობა, ინდონეზიის კვლევებით, 90%-მდე ადის”- აცხადებს გამყრელიძე .