ახალი ამბები

სოფელ ფშაველში სამელიორაციო არხები მოეწყობა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველში სამელიორაციო არხები მოეწყობა.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფორმაციით, შედეგად სარწყავი წყლის პრობლემა მოგვარდება.
პროექტის განსახორციელებლად თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგგარეშე სხდომაზე მხარი დაუჭირა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების, 350 მეტრი სიგრძის მეორადი ლითონის მილების სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემას.
წლებია, რაც სოფელ ფშაველში მოსახლეობას სარწყავი წლის პრობლემა აწუხებს.