ახალი ამბები

განათლების სამინისტრო „ბოლო ზართან“, ბანკეტებსა და ექსკურსიებთან დაკავშირებით სკოლებს რეკომენდაციებით მიმართავს

წელს სკოლებში „ბოლო ზარი“ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად ჩაივლის.

რაც ნიშნავს, რომ შესაძლებელი იქნება „ბოლო ზარის“ ღონისძიება მხოლოდ მე-12 კლასის მოსწავლეებისა და სკოლის მასწავლებლების მონაწილეობით, უცხო პირთა დასწრების გარეშე ჩატარდეს.

“თუ სკოლას შესაძლებლობა ექნება, სასურველია, მოსწავლეებთან გამოსამშვიდობებელი ღონისძიება ღია სივრცეში გაიმართოს. ხოლო საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყველა პირი ვალდებულია ატაროს პირბადე და დაიცვას საჭირო დისტანცია,”- აცხადებენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტორში.

ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, საკოორდინაციო საბჭომ განიხილა და მიზანშეწონილად არ მიიჩნია მოსწავლეთა ჯგუფური გასვლითი აქტივობების, ექსკურსიებისა და საზეიმო წვეულებების, ბანკეტების გამართვა.