ახალი ამბები

საგარეჯოში სტიქიის შედეგად დაზიანებული სახლების გადახურვის სამუშაოები დაიწყო

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, მიმდინარე წლის 30 აპრილს მომხდარი ძლიერი სტიქიის შედეგად, სოფელ უჯარმასა და ხაშმში დაზიანებული სახლის სახურავების გადახურვითი სამუშაოები მიმდინარეობს.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის 2021 წლის 6 მაისის #737 განკარგულების საფუძველზე მუნიციპალიტეტს სტიქიის შედეგის სალიკვიდაციო ღონისძიებებისთვის გამოიყო 400 000 ლარი.

უწყების ინფორმაციითვე, გამოყოფილი თანხის ფარგლებში დაზიანებული სახლების გადახურვასთან ერთად, სოფელ უჯარმაში ასევე, სტიქიის შედეგად დაზიანებული, სოფლის დამაკავშირებელი – ამორტიზირებული ხიდის რეაბილიტაციაც განხორციელდება.