სოფელ იორმუღანლოში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე თელავის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა გრძელდება
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე თელავის რაიონულ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა გრძელდება.
ბრალდებულ ხაიალა ხუბანოვას ოჯახის წევრები სასამართლოს შენობასთან შეიკრიბნენ და მისი გათავისუფლება მოითხოვეს. მათი თქმით, ის ნათესავი მამაკაცის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი იყო და შემთხვევის დროს აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა.
გამამართლებელ განაჩენს ითხოვს ბრალდებულის ადვოკატიც. დარეჯან გილაშვილი ამბობს, რომ სახელმწიფო მსხვერპლ ქალებს ხშირად არ იცავს და მათ მიმართ არასამართლიან ბრალდებას აჟღერებს.
შეგახსენებთ, მკვლელობა გასული წლის ოქტომბრის თვეში მოხდა. 39 წლის წლის ქალმა სანადირო თოფიდან გასროლით ნათესავი კაცი სოფელ დუზაგრამასთან მდებარე ფერმაში მოკლა.
საქმე 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და სასჯელის სახით 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.