ახალი ამბები

საგარეჯოში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩაილურის მიმდებარედ, ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

თვითმხილველების თქმით, ერთმანეთს „ოპელის“ მარკის მანქანა და მიკროავტობუსი შეეჯახა.

ადგილზე გარდაიცვალა ერთი ადამიანი, რამდენიმე კი დაშავდა. ისინი სხეულის მრავლობითი დაზიანებებით ადგილობრივ სავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.