თელავში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში ავტოსაგზაო შემთხვევას 27 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა.
შემთხვევა, წუხელ, კომენდანტის საათის დროს მოხდა. 27 წლის ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელიც ავტომანქანას თავად მართავდა, საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა.
მიღებული დაზიანებებით, დაშავებული მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი, სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება, სისხლის სართლის კოდექსის 276- ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციისა და მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.