ახალი ამბები

გურჯაანში სტიქიის შედეგად დაზიანებული გზების გაწმენდა მიმდინარეობს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ჭანდარში, ძირკოკში, ვეჯინში, კოლაგსა და სოფელ გურჯაანში სტიქიის შედეგად დაზიანებული გზების გაწმენდა მიმდინარეობს.

9 მაისს ძლიერი წვიმის შედეგად, შიდა საუბნო გზები და სავარგულები დაზიანდა.

სავარგულებისა და შიდა საუბნო გზების გაწმენდის სამუშაოებს ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისის თანამშრომლები, 24 საათიან რეჟიმში, შესაბამისი ტექნიკის საშუალებით ახორციელებენ.

შეგახსენებთ სტიქიამ ახმეტის, გურჯაანისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტები მნიშვნელოვნად დააზარალა. ძლიერმა სეტყვამ აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში ვენახები და მარცვლეული კულტურა დააზიანა. დაისეტყვა ახმეტის მუნიციპლიტეტის ოთხი სოფელი, არგოხი, მაღრაანი, ფიჩხოვანი და მატანი. ადგილობრივების ინფორმაციით უამინდობა 20 წუთი გრძელდებოდა.

სტიქიამ პრობლემები შექმნა საგარეჯოს მუნიციპალიტეტშიც. ძლიერმა ქარმა ხეები წააქცია, რის გამოც ცენტრალურ გზაზე ავტომობილებით გადაადგილება შეფერხდა. უხვი ნალექის გამო, დაზიანდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანში შიდა საუბნო გზები.