საგარეჯოში სტიქიით მიყენებული ზარალის დათვლა მიმდინარეობს
9 მაისს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარიშხალმა და უხვმა ნალექმა რამდენიმე სოფელი მნიშვნელოვნად დააზარალა.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ზიანის აღრიცხვის მიზნით, ადგილზე იმყოფებიან სამუშაო ჯგუფები და ვითარების შესწავლა მიმდინარეობს.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის გიორგი ერბოწონაშვილის თქმით, მან სტიქიის ზონები და ის ოჯახები პირადად მოინახულა, რომლებსაც წვიმამ და ქარიშხალმა სახლის სახურავები და სავარგულები დაუზიანა.
“ თითოეული დაზარალებული ოჯახის მდგომარეობა იქნება დეტალურად შესწავლილი შესაბამისი კომისიის მიერ და ადგილობრივი მინიციპალიტეტის მერია, ყველა ოჯახს ზიანის ოდენობის მიხედვით გაუწევს დახმარებას” – განაცხადა გიორგი ერბოწონაშვილმა.