გურჯაანში, სარეკრეაციო ზონიდან ყვავილების ნარგავები მოიპარეს
ქალაქ გურჯაანში, სარეკრეაციო ზონიდან ყვავილების ნარგავები მოიპარეს. მუნიციპალური კულტურის ცენტრის მიერ გაშენებული ბაღიდან ასამდე ძირი ნერგია დაკარგული.
კულტურის ცენტრის დირექტორი ვალერი შოშიაშვილი აცხადებს, რომ ქურდობის ფაქტი უკვე მეორედ მოხდა.
” ბაღი გამწვანების სამსახურთან ერთად გავშენეთ. ადგილობრივი ბიუჯეტიდან 4 500 ლარი დაიხარჯა. თავდაპირველად 1 მაისს, შემდეგ კი, 4 მაისს, ნარგავები დაიკარგა. ვფიქრობ, რომ ფაქტი ღამით მოხდა. პოლიციას უკვე მივმართეთ”- განაცხადა შოშიაშვილმა.
არსებული ინფორმაციით, ფაქტი ადგილზე დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა და პოლიციის მიერ უკვე გამოკითხულია მათზე აღნიშნული პირი.