ახალი ამბები

ამირან გამყრელიძე- ვაქცინაციის შემდეგ ალკოჰოლის მიღება არ არის მიზანშეწონილი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ამ თემაზე დღევანდელ მედიავებინარზე ისაუბრა.

მან აღნიშნა,რომ ვაქცინაციის შემდეგ დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღება არ არის მიზანშეწონილი.

“ის რაც ქართველებს გვიყვარს ანუ ბევრი დალევა, ვაქცინაციის შემდეგ საკმაოდ დიდი პერიოდი არ არის მიზანშეწონილი. მე ექიმი ვარ და ვინც მეკითხება ვპასუხობ, რომ ერთ და ორ ბოთლს ნუ დალევთ, მაგრამ ერთი ჭიქა შეგიძლიათ დალიოთ მაშინ როცა გნებავთ. სხვა დროსაც, ალკოჰოლი ზომიერების ფარგლებში შეიძლება წამალი იყოს, ხოლო გადაჭარბებით თუ დავლევთ – პირიქით”,-
განაცხადა გამყრელიძემ.