კორონავირუსით კახეთში ორი პაციენტი გარდაიცვალა
კახეთის რეგიონში კორონავირუსით ორი მოქალაქე გარდაიცვალა.
კოვიდ-19 -ს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგიწმინდაში მცხოვრები 85 წლის მამაკაცი ემსხვერპლა, რომელიც მკურნალობის კურსს საგარეჯოს “ჯეო ჰოსპიტალსის” კლინიკაში გადიოდა.
კიდევ ერთი ინფიცირებული თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. 73 წლის ასაკის ქალი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ კუჭატნიდან იყო. ექიმების განმარტებით, პაციენტებს რთული თანმხლები დაავადებები ჰქონდათ და მათი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
სულ კახეთში კოვიდ – 19- ით 127 მოქალაქეა გარდაცვლილი. 7 მაისის მონაცემებით, კახეთში კორონა ვირუსის 50 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა და 36 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
დღევანდელი მდგომარეობით, მკურნალობის კურსს 688 ინფიცირებული გადის , მათ შორის, 573 დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, 115 კი კოვიდ კლინიკაში იმყოფება. სექტემბრიდან დღემდე, რეგიონში 13 393 ინფიცირების შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან ყველაზე მეტი, გურჯაანის თელავის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში ფიქსირდება.