ახალი ამბები

გამკაცრდება თუ არა რეგულაციები

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, თუ რეგულაციები არ გამკაცრდა ისე ეფექტი არაფერს ექნება.

“რეგულაციები, რომელიც უკვე დაწესებულია, უნდა აღსრულდეს. რაც მთავარია, რეგულაციების გამკაცრებას აღსრულების მექანიზმის გარეშე მცირე ეფექტი ექნება. კარგია ის, რომ გაიზარდა პირბადის გამოყენების მაჩვენებელი – ჯანდაცვის გაზომვების ინსტიტუტმა 70%-იანი მაჩვენებელი დააფიქსირა, რაც იმედის მომცემია. თუმცა 90%-ზე მაღალი უნდა იყოს იმისთვის, რომ ინფექციის გავრცელება თავიდან ავიცილოთ”,- განაცხადა გაბუნიამ.

შესაბამისად რეგულაციების მოხსნაზე, ჯერ საუბარიც არ არის.