ციფრული ტექნოლოგიების, ელექტრონიკისა და პროგრამირების მიმართულებით მასწავლებლებისთვის ტრენერთა ტრენინგი იწყება
სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო და ტექნოპარკის ფაბლაბი გიწვევთ STEAM ტრენერთა ტრენინგზე (TOT) – ციფრული ტექნოლოგიების, ელექტრონიკისა და პროგრამირების მიმართულებით.
ტრენინგის ორგანიზატორების თქმით, პროექტის მიზანია მონაწილეებმა შეიძინონ პროგრამირების საბაზისო უნარები, შეძლონ ელექტრონულ კომპონენტებთან მუშაობა და STEAM აქტივობების განხორციელება, რის შემდგომაც შეძლებენ საქართველოს მასშტაბით საგანმანათლებლო ღონისძიებებისა და STEAM აქტივობების ჩატარებას.
,,ტრენინგი განკუთვნილია ნებისმიერი ასაკის მსურველისთვის, ვისაც აქვს მთელი ქვეყნის მასშტაბით ტრენერად/პედაგოგად მუშაობის მზაობა და რეგიონებში STEAM ქსელის გაფართოებაში საკუთარი წვლილის შეტანის სურვილი. ამავდროულად, მონაწილეები უნდა აკმაყოფილებდნენ ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმებიდან მინიმუმ ერთს: ელექტრონიკის საფუძვლებში საბაზისო ცოდნა; Arduino-ს ან სხვა მიკროპროცესორების დაპროგრამების გამოცდილება; ფიზიკის, სხვა საბუნებისმეტყველო ან STEAM დისციპლინების ცოდნა; სასწავლო პროგრამის დეტალურ აღწერილობას იხილავთ თანდართულ ფაილებში.
ტრენინგის დაწყების სავარაუდო თარიღი: 31 მაისი, 2021. პროგრამის ხანგრძლივობა კი 3 თვე. დაინტერესების შემთხვევაში, მსურველებს აქვთ შესაძლებლობა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა და ატვირთონ რეზიუმე, 2021 წლის 12 მაისამდე”,- აცხადებენ ტრენინგის ორგანიზატორები.
ვრცელი ინფორმაციისთვის ეწვიეთ გვერდს: https://www.facebook.com/FabLabTechpark/photos/a.186258735137678/1161206907642851