ახალი ამბები

გომბორის გზაზე ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

გომბორის უღელტეხილზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა.

შემთხვევა სოფელ უჯარმასთან, ცოტა ხნის წინ მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ავტომობოლი და მოტოციკლი შეეჯახა.

ძლიერი შეჯახების შედეგად, ორი ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა, რამდენიმე კი დაშავდა.

დაშავებულების შორის, ერთი, არასრულწლოვანია.

წინასწარი ინფორმაციით , ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი, გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.

ადგილზე საპატრულო პოლიცია, სამაშველო და სასწრაფო დახმარების ჯგუფებია მობილიზებული.