ახალი ამბები

დღეიდან 12 მაისის ჩათვლით კახეთში მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმუშავებს

დღეიდან 10 დღის განმავლობაში მუნიციპალური ტრანსპორტი მოძრაობას ქვეყნის მასშტაბით წყვეტს.

შეზღუდვა არ შეეხება საქალაქთაშორისო რეისებს. აღნიშნული გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ გადაწყვეტილება ერთი კვირის წინ, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მიიღო.

ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ შემდგომ გადაწყვეტილებებს საკოორდინაციო საბჭო ეპიდემიოლოგიური ვითარების დეტალური ანალიზის შედეგად მიიღებს.