სოფელ კაბალში მცხოვრები მოსახლეობა სტიქიისგან მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვს
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში მცხოვრები მოსახლეობა სოფლის ცენტრში საპროტესტო აქციას მართავს. აქციის მონაწილეები მთავრობას სეტყვისგან მიყენებული ზარალის ანაზღაურებას სთხოვენ.
აღნიშნული მოთხოვნით აქციის მონაწილეებმა თელავი-ლაგოდეხის მთავარი მაგისტრალი გადაკეტეს. დაზარალებულებს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი და კახეთის სახელმწიფო რწმუნებული შეხვდნენ.
კახეთის გუბერნატორის ირაკლი შიოშვილის თქმით, სასოფლო-სამეურნეო ზარალის ანაზღაურებას სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს, რადგან მოსავალი დაზღვეული არ ყოფილა და ზარალის ანაზღაურება კერძო დაზღვევის კომპეტენციაა.
ადგილობრივები კი აცხადებენ, რომ სადაზღვევო კომპანიამ მათ აისის თვემდე მოსავლის დაზღვევაზე გლეხებს უარი უთხრა. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის, ჯონდო მდივნიშვილის განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლება მხოლოდ სტიქიის შედეგად დაზიანებულ ინფრასტრუქტურას აღადგენს.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.