ახალი ამბები

ყვარელში ცეცხლსასროლი იარაღით ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

ყვარელში ცეცხლსასროლი იარაღით 26 წლის მამაკაცი დაჭრეს.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცს მიმავალი ავტომანქანიდან იმ დროს ესროლეს, როდესაც სახლში მისული მანქანიდან გადმოდიოდა.

ახალგაზრდას ჭრილობა ზედა კიდურის არეში აქვს მიყენებული. ის სასწრაფო დახმარების ჯგუფმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდება.

ადგილზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.