ყვარლის გზაზე ავარიის დროს მანქანა მდინარეში გადავარდა
ყვარლის გზაზე ავარიის დროს მანქანა მდინარეში გადავარდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, სწრაფად მოძრავი მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ჯერ ქვეითად მოსიარულეს, შემდეგ კი ბეტონის ბოგირს დაეჯახა და რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.
შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა მძღოლი და ასევე ქვეითი. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.