მაისის პირველი ორი კვირა ვირუსის შემთხვევების რაოდენობა მოიმატებს
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით პროგნოზი მძიმდება.
მოსახლეობა ნაკლებად იცავს რეგულაციებს, რომლებიც ვირუსისგან დასაცავად გვჭირდება.
“პროგნოზი ძალიან ცუდია. სავარაუდოდ ხდება ის, რომ მაისის პირველი ორი კვირა ძალიან მძიმე გვექნება, შემთხვევების რაოდენობა მოიმატებს. აქ ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებგული. რამდენად გავიკეთებთ პირბადეს, ავარიდებთ თავს სუფრებს, რამდენად არ მოვაწყობთ საფლავებზე ქეიფებს — განაცხადა იმნაძემ