ახმეტაში ქალთა ეკონომიკური ჩართულობისა და ლიდერობის პროგრამის ტრენინგები დაიწყო (R)
ახმეტის მუნიციპალიტეტში ქალთა ეკონომიკური ჩართულობისა და ლიდერობის პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა მიღება დასრულდა.
პროგრამის მენტორი გვანცა მოლაშვილი აცხადებს, რომ WEEL Shuttle არის ქალთა პიროვნული განვითარების პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს თემში ქალების ჩართულობის გაზრდას, მათ მხარდაჭერას საკუთარი მცირე ბიზნესის დაწყებასა და დასაქმებაში.
მისი თქმით, პროგრამა მოიცავს ოთხთვიან ტრენინგებს (კვირაში 2 ჯერ, 3 საათის განმავლობაში) და ინდივიდუალურ კონსულტაციებს. პროგრამის თითოეული გუნდისთვის შეარჩიეს ძლიერი მოტივაციის მქონე 15 მონაწილე ახმეტის მუნიციპალიტეტში.
აღსანიშნავია, რომ პროგრამაში ჩართული არიან ასევე მოწყვლადი ჯგუფებიც. პროგრამა ხორციელდება ორგანიზაცია “Action against Hunger ” – ის მიერ, რომელიც დაფინასნებულია ავსტირიის განვითარების სააგენტოს მიერ.
მარიამ ოქროცვარიძე, თორნიკე ხალხელაური