ახალი ამბები

კორონავირუსის გამო სოფელ ბუშეტის საბავშვო ბაღმა მუშაობა შეაჩერა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტის საბავშვო ბაღმა, კორონავირუსის დაფიქსირების გამო, სააღმზრდელო პროცესი დროებით შეაჩერა.

საზოგადოებრივმა ჯანდაცვის ცენტრმა ამის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საგანმანათლებლო დაწესებულებაში ვირუსის შემთხვევა გამოვლინდა.

კორონავირუსი გამოუვლინდა ამავე სოფლის საჯარო სკოლის ორ მასწავლებელს და დამლაგებელს. სკოლა სწავლას ჩვეულებრივი რეჟიმით განაგრძობს.

ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით , ონლაინ სწავლებაზე გადავიდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თოხლიაურის საჯარო სკოლის მე-5 კლასი. ამ სკოლაში COVID- 19 პედაგოგებსა და მოსწავლეებს ლაბორატორიულად დაუდასტურდა.

დღეს კახეთის რეგიონში კორონავირუსის 77 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან: ახმეტა-1, გურჯაანი-12, დედოფლისწყარო -4, თელავი -12, ლაგოდეხი- 21, საგარეჯო-15, სიღნაღი -2 და ყვარელი -10.