დაწესდება თუ არა ახალი შეზღუდვები
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძეს თქმით, პანდემიასთნ დაკავშირებული ყველა მონაცემი უარესდება და შესაძლოა, სახელმწიფო იძულებული გახდეს დამატებითი შეზღუდვები შემოიღოს.
“სამწუხაროდ, ქვეყანაში სიტუაცია მძიმდება. უნდა გავითვალისწინოთ დადებითობის მაჩვენებელი, ისევე როგორც სხვა მონაცემები. ეს არის ინციდენტობა 100 000-ს მოსახლეზე, ყოველდღიური შემთხვევები და ყველა მაჩვენებელი. ერთ და ორკვირიანი მონაცემები არის მნიშვნელოვანი. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია რეპროდუქციის ინდექსი. სამწუხაროდ, ყველა ეს მონაცემი უარესდება.
თუ პირბადეების ტარების მაჩვენებელი არ მოიმატებს, იქნება დიდი სუფრები და თავშეყრები, რა თქმა უნდა, სიტუაცია გაუარესდება და სახელმწიფო იძულებული იქნება დამატებითი შეზღუდვები შემოიღოს. “,- განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ.