ვისზე არ გავრცელდება 4–11 მაისის უქმეები
უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 4-დან 11 მაისის ჩათვლით საქართველოში უქმე დღეები გამოცხადდა და მისი მიზანი პანდემიის გავრცელებაში ხელის შეშლაა.
დასვენების დღეები არ გავრცელდება ბანკებზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე, სესხის გამცემ სუბიექტებსა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტებზე. ასევე, ეს შეზღუდვა არ გავრცელდება სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით. შესაბამისად კომპანიები, რომლებიც სხვადასხვა სერვისს თუ პროდუქტს აწვდიან სახელმწიფოს, საქმიანობას შეუფერხებლად განაგრძობენ.
თავად საჯარო უწყებებს კი დადგენილებით განესაზღვრათ მოთხოვნა, შეიქმნას იმ პირთა ნუსხა, რომლებიც ე.წ. “უქმე დღეების” პერიოდშიც გააგრძელებენ სამსახურებრივი უფლება-მოვალეობების შესრულებას.