სოფელ ჩუმლაყში საფლავები მეორედ გაძარცვეს- ფოტოები
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში საფლავები გაძარცვეს. ადგილობრივი უჩა ქემაშვილი knews.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ეს სოფლის სასაფლაოებიდან ალუმინის კონსტრუქციების და რკინის ჯებირების ქურდობის ეს უკვე მეორე შემთხვევა.
მისი თქმით, ქურდობა მას შემდეგ გახშირდა, რაც ტერიტორიას დაცვა აღარ ჰყავს და არც სათვალთვალო კამერებია დამონტაჟებული.
,,საფლავები ერთი კვირის განმავლობაში უკვე მეორედ გაძარცვეს. ძირითადად მოხსნილია საფლავის ალუმინის კარებები . ერთ-ერთ საფლავზე კი ალუმინის 5-6 სანტიმეტრის სისქის ღობეებია მოხსნილი და წაღებული. მომხდარზე პოლიციას წინა ფაქტის დროს შევატყობინეთ და გვითხრეს, რომ ფაქტზე გამოძიება დაიწყო, თუმცა გურჯაანის პოლიციას ეჭვმიტანილი ამ დრომდე არავინ ჰყავს. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ სოფელ ჩუმლაყის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი გაძარცვეს, საიდანაც 70 ლარამდე თანხა წაიღეს. სამწუხაროდ ეკლესიის ქურდობის საქმეც არ არის გახსნილი”,– განუცხადა Knews.ge-ს უჩა ქემაშვილმა.
ფოტოები: უჩა ქემაშვილი