ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

თელავში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

ქალაქ თელავში, სამოქალაქო აქტივისტებმა და პოლიტიკური პარტიების წარმოამდგენლებმა, უკრაინის რესპუბლიკის მხარდამჭერი აქცია გამართეს.

აქციის ორგანიზატორის, პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ წარმომადგენელის ნინო გოგოლაშვილის თქმით, უკრაინა ფართომასშტაბიანი დაპირისპირების წინაშეა და საქართველოს მსგავსად, სამხედრო და ჰიბრიდული ომის სამიზნეა.

“რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინასა და ანექსირებულ ყირიმში სამხედრო ძალების მობილიზებას ახდენს. უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადეს აშშ-ის და ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებმა და ნატომ. ჩვენც სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები შევიკრიბეთ თელავში და მხარდაჭერა გამოვუცხადეთ უკრაინას, რომელიც საქართველოს მსგავსად, რუსული სამხედრო და ჰიბრიდული ომის სამიზნეა” – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც აქციის ორგანიზატორებმა გაავრცელეს.