თელავში ავტობუსების გაჩერებების მოწყობა დაიწყო
თელავში ავტობუსების გაჩერებების მოწყობა დაიწყო.
მერიის ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსის დავით ქსოვრელიშვილის განცახდებით, ამ ეტაპზე 30 გაჩერებაა მოწყობილი.
“ავტობუსები ამჟამად კვლავ სატესტო რეჟიმში გადაადგილდებიან. თითქმის დავასრულეთ ავტობუსების მარშრუტის შედგენა. რაც შეეხება ავტობუსის გაჩერებებს, იგეგმება ჯამში 120 გაჩერების მოწყობა.” განაცხადა დავით ქსოვრელიშვილმა.