ახალი ამბები

,,კომენდანტის საათი” ისევ ძალაში რჩება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ისევ ძალაში რჩება ღამის 21:00-05:00 საათამდე გადაადგილებაზე მოქმედი შეზღუდვა.

საკოორდინაციო საბჭომ სხდომაზე განიხილა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, რომელიც, მთელ მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოშიც უარესდება.

საბჭოს გადაწყვეტილებით, არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების შეფასების საფუძველზე, ამ ეტაპზე ძალაში რჩება ღამის 21:00-05:00 საათამდე გადაადგილებაზე მოქმედი შეზღუდვა“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.