ახალი ამბები

ყვარელში ბზის უკანონოდ ჭრის და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

ყვარლის მუნიციპალიტეტში ბზის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, გამოავლინეს მოქალაქე, რომელიც შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე ახდენდა ოთხი ტომარა ბზის ტოტის ტრანსპორტირებას.
დეპარტამენტის ინფორმაციით, მოქალაქემ ბზა ყვარლის სატყეო უბანში უკანონოდ მოიპოვა.
მათივე ინფორმაციით, მოქალაქის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი. მასალები კი შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნება.