ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

გაზრდილი ფასები პროდუქტებზე – რას ფიქრობენ თელავში

ბოლო თვეებია პროდუქტებზე და საყოფაცხოვრებო ნივთებზე ფასები რამდენჯერმე გაიზარდა.

2021 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით, ფასი არაერთ პროდუქტს მოემატა, მათ შორის, გაძვირდა სასურსათო პროდუქტებისა და უალკოჰოლო სასმელის ფასები.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მარტის თვეში ყველაზე მეტად ხილი, ზეთი, ცხიმი, შაქარი, ჯემი, ტკბილეული, ხორცი და ხორცის პროდუქტები, ბოსტნეული და ბაღჩეული, მინერალური და წყაროს წყალი და უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები გაძვირდა.

ამასთან, როგორც სტატისტიკის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მარტში, წინა თვესთან შედარებით სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ფასები 1.5 პროცენტით გაიზარდა.

რაც შეეხება გასული წლის მაჩვენებელს, წინა წელთან შედარებით სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ფასები 5.7 პროცენტითაა გაზრდილი. აღნიშნულ საკითხზე Knews.ge-მ გამოკითხვა ჩაატარა.