შემსუბუქდება თუ არა სააღდგომოდ შეზღუდვები
შემსუბუქდება თუ არა სააღდგომოდ შეზღუდვები ამ საკითხზე საქართველოს მთავრობას ჯერ ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს.
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძეს თქმით, შეზღუდვების შემსუბუქება დამოკიდებული იქნება ინფიცირების მაჩვენებელზე. მისივე თქმით, სავარაუდოდ, აღდგომამდე 1 კვირით ადრე მთავრობას ექნება ზუსტი ინფორმაცია, თუ რა გეგმა იმუშავებს დღესასწაულებზე.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ეკონომიკური აქტივობა ქვეყანაში, სწორედ ამიტომ არის გააქტიურებული შრომითი ინსპექციის მუშაობა. ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს მოქალაქეების ჩართულობას ყველა აქტივობაში, რათა არ გავხდეთ იძულებულები, რომ ინფექციის გავრცელების გამო კვლავ შეზღუდვები დავაწესოთ.
ამ ეტაპზე გვაქვს რესურსი, რომ ლოკალური შეზღუდვების გააქტიურებით მიღებული შედეგიდან გამომდინარე, არ ვისაუბროთ ჩაკეტვებზე, თუმცა მნიშვნელოვანია, თითოეული მოქალაქის მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.