ახალი ამბები

გომბორის გზაზე მიკროავტობუსი რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ვაზიანი- გომბორი -თელავის უღელტეხილზე.

გომბორის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სხეულის დაზიანება ორმა მგზავრმა მიიღო.
ისინი სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადას ამ წუთებში თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაჰყავს.

სასწრაფო დახმარების ექიმების განმარტებით, დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ადგილზე პოლიცია და ექსპერტ- კრიმინალისტები იმყოფებიან და საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.