მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი მკლავჭიდში ახმეტიდან
ახმეტაში მცხოვრები 26 წლის ზაზა ოქროცვარიძე მსოფლიოს 5 და ევროპის 3 მედლის მფლობელია მკლავჭიდში.
სპორტით ის ახმეტაში ცხოვრების დროს დაინტერესდა და ახლა ამერიკაში აგრძელებს საქმიანობას.
“მკლავჭიდი სწორედ 14 წლის ასაკში აღმოვაჩინე, მანამდე გატაცებული ვიყავი ქართული ცეკვებით და თავისუფალი ჭიდაობით.
ჩემი დაინტერესება და ამ სპორტისადმი სიყვარულის გაჩენა ტრენერის, გელა არაბულის დამსახურებაა, რომელიც დღესაც თავდაუზოგავად შრომობს ახალგაზრდა თაობისთვის”, -განაცხადა ზაზა ოქროცვარიძემ.
ზაზა თავის პირველ წარმატებას იხსენებს, რომელსაც იმავე წელს მიაღწია როცა აქტიურად დაიწყო ვარჯიში და ბათუმში, მკლავჭიდელთა საერთაშორისო ტურნირზე გაიმარჯვა.
ზაზას თქმით კახეთის რეგიონში სპორტის ეს სახეობა განვითარებულია და ახალგაზრდებს აქვთ დიდი შანსი, რომ წარმატებებს მიაღწიონ.
“ახლა ვიმყოფები ამერიკაში, ვარ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი. ჩემი სამომავლო გეგმაა სპორტული კარიერის განვითარება საზღვარგარეთ. მინდა ვურჩიო დამწყებ სპორტმენებს, რომ არასდროს დანებდნენ, მარცხის არ შეეშინდეთ, იშრომონ თავდაუზოგავად და დაელოდონ იმ მომენტს, როცა თავისი გამარჯვებებით საქართველოს დროშას აღმართავენ და საქართველოს ჰიმნის ააჟღერებენ.”

