სოფელ ველისციხეში 80 წლამდე ქალის ცხედარს შვილი 2 თვე ინახავდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში 80 წლამდე ქალის ცხედარს შვილი 2 თვე ინახავდა.
ადგილობრივების თქმით, 80 წლამდე ასაკის ქალი, თითქმის ორი თვის გარდაცვლილია, რადგან ის რამდენიმე კვირაა აღარ უნახავთ. მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილის ვაჟს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს, დედაზე ხშირად ფიზიკურად ძალადობდა და მისი გარდაცვალების შესახებაც არავის შეატყობინა.
სახლიდან სპეციფიკური სუნის გამოსვლის შემდეგ, პოლიციას მეზობლებმა შეატყობინეს. შემთხვევის ადგილზე, სამართალდამცავები იმყოფებიან, რომლებიც შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.