ახალი ამბები

სოფელ ქისტაურში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი მძიმედ დაშავდა

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი მძიმედ დაშავდა.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ახმეტა- თელავის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანები შეეჯახნენ.

ძლიერი შეჯახების დროს, ავტომობილში მჯდომმა მგზავრებმა სხვადასხვა სახის მძიმე დაზიანებები მიიღეს.

სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლით დაიწყო.

ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი, სავარაუდოდ, გადაჭარებული სიჩქარე გახდა.