ვიდეორეპორტაჟი

თუშეთში მუდმივად მცხოვრებ 27 პირს ნობათები გადასცეს

დღეს, შინაგან სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით მორიგი რეისი შესრულდა თუშეთის მიმართულებით. მიმდინარე წელს, ზამთრის თვეების განმავლობაში, თუშეთის სხვადასხვა სოფელში 27 მუდმივად მცხოვრები პირი იმყოფება.
კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი შიოშვილმა და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა, იოსებ ქარუმაშვილმა თუშეთში მცხოვრებ ქალბატონებს გაზაფხულის დღესასწაულები მიულოცეს და ნობათები გადასცეს.