თელავში, მოედანზე დღეს იები დაარიგეს
“ცოდნის ცენტრის” ხელმძღვანელმა გვანცა მოლაშვილმა დღეს თელავის ცენტრში, მოედანზე იები დაარიგა.
“ვიჩუქებ/გავაჩუქებ ჯგუფის სახელით ყველა დარჩენილი ია შევიძინე მოხუცი ქალბატონისგან, არცერთი მოხუცი არ უნდა იდგეს ასეთ ამინდში. შეძენილი იები ქუჩაში შემხვედრ მანდილოსნებს დავურიგე დღევანდელი დღის განწყობისთვის”- აცხადებს გვანცა მოლაშვილი