ახალი ამბები

თელავში მშობლებისა და ბებიის მკვლელობისთვის დაკავებულ მამაკაცს დღეს ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ

საკუთარი მშობლებისა და ბებიის მკვლელობისთვის დაკავებულს დღეს ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ. 27 წლის მამაკაცი სამართალდამცველებმა გუშინ, თელავში მომხდარი ტრაგედიიდან მალევე აიყვანეს.

გამოძიების ინფორმაციით, ახალგაზრდამ თავის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი პისტოლეტიდან ოჯახის წევრებს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, 112-ს მომხდარის შესახებ შეატყობინა და შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა.

რა გახდა მკვლელობის კონკრეტული მოტივი, ამაზე ოჯახის ახლობლებსა და მეზობლებს საუბარი უჭირთ.

სისხლის სამართლის საქმე ოჯახის სამი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების მუხლებით მიმდინარეობს.