თელავში 27 წლის ბიჭმა, სავარაუდოდ, მშობლები და ბებია მოკლა
თელავში მკვლელობა მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, 27 წლის მამაკაცმა მშობლები და ბებია მოკლა. შემთხვევა გოშაძის ქუჩაზე მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღის გასროლის ხმა გაიგეს. მათი თქმით, ახალგაზრდას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილია ერთი ოჯახის სამი წევრი. პოლიცია მობილიზებულია შემთხვევის ადგილზე, დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავების მიზნით ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.
უწყების ინფორმაციით, ქალაქ თელავში მომხდარ ფაქტზე გამოძიება მინდინარეობს ოჯახური ნიშნით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით (სსკ-ის 11 პრიმა-109-ე მუხლი).