ახალი ამბები

სოფელ ტიბაანში ხირსის წმინდა სტეფანეს სახელობის მონასტრის რეაბილიტაცია დასრულდა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ინფორმაციით, სიღნაღის მუნიციპალიტეტის, სოფელ ტიბაანის ხირსის წმინდა სტეფანეს სახელობის მონასტერს რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

სააგენტოში აცხადებენ, რომ რეაბილიტაციის პირველი ეტაპი 2020 წელს დასრულდა და მოეწყო ახალი სადრენაჟო სისტემა. ასევე აღდგა დასავლეთ მხარეს მდებარე ჩამოშლილი გალავნი.
,,კორონავირუსის პანდემიის შედეგად გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, ფონდ „ქართუს“-თან თანამშრომლობის პორობებში, 2020 წელს შეუფერხებლად წარმართა არქიტექტურული ძეგლების საპროექტო დოკუმენტაციების მომზადების, სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოების, ინფრასტრუქტურული მოწყობის, სამეცნიერო კვლევისა და ინვენტარიზაციის პროცესები”,- აცხადებენ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოში.