თელავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 მამაკაცი მძიმედ დაშავდა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში მომხდარი ავარიის შედეგად 31 წლის კაცი მძიმედ დაშავდა.
შემთხვევა თელავი – ახმეტის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდამ გადავიდა და ბეტონის ჯებირს შეეჯახა.
თვითმხილველების თქმით, უგონო მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ექიმების თქმით, დაშავებული მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
საქმეზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დაღვევის მუხლით დაიწყო.