ახალი ამბები

კელი დეგნანის განცხადება და კოლაუ ნადირაძის ლექსი აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებისგან

ბოლშევიკური რუსეთის მიერ დამოუკიდებელი საქართველოს ოკუპაციიდან დღეს, 2021 წლის 25 თებერვალს, 100 წელი შესრულდა.

ამასთან დაკავშირებით აშშ–ს საელჩოს თანამშრომლებმა ჩაწერეს ვიდეო მიმართვა.

„დღეს 100 წელი შესრულდა იმ ტრაგიკული დღიდან, როდესაც 1921 წელს კრემლის მიერ გამოგზავნილმა არმიამ დაიპყრო დამოუკიდებელი საქართველო. საბჭოთა ჯარების შემოჭრა იყო სამშვიდობო შეთანხმების უტიფარი დარღვევა, რომელსაც თბილისის მთავრობამ ერთი წლით ადრე მოაწერა ხელი მოსკოვში.
იმ სევდიანი დღის მოსაგონრად ამერიკის საელჩოს თანამშრომლები, ჩემი კოლეგები, ერთად წაიკითხავენ კოლაუ ნადირაძის ლექსს, „25 თებერვალი“. ლექსი 1985 წელს გამოქვეყნდა, თუმცა იგი აღწერს იმ დღის ტრაგედიას, როდესაც მოსკოვმა ქართველებს წაართვა დამოუკიდებლობა და როდესაც მათი ქვეყანა საბჭოთა კავშირს შეუერთეს. ლექსი შემზარავი სიცხადით აჩვენებს საბჭოთა პერიოდში ამაყი ქართველი ხალხისთვის კრემლის მმართველობის ქვეშ ცხოვრების სიძნელეებს.

დღევანდელი დღე, ისე როგორც არასდროს, გვახსენებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია გაერთიანებული საქართველო რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ“– აცხადებს ელჩი დეგნანი.