თელავის თეატრის წინ განთავსებული საპროტესტო კარავი თბილისში გადაიტანეს
თელავის თეატრის წინ განთავსებული საპროტესტო კარავი თბილისში, პარლამენტის წინ გადაიტანეს.
აღნიშნულ ფაქტს კარავში მყოფი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები ადასტურებენ.
“ქვეყანაში მიმდინარე მძიმე პოლიტიკური პროცესები ითხოვს, ერთიან კონსოლიდირებულ პროტესტს. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, გადავიდეთ თბილისში და ბრძოლა იქ გავაგრძელოთ. ყველანი მივდივართ და იქ ვიქნებით”- განაცხადა ლეიბორისტული პარტიის კახეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ნიკა ვარდოშვილმა.
კარავი თელავის თატრის წინ, სამოქალაქო აქტივისტებმა 3 დეკემბერს, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად დადგეს. პროტესტს სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები შეუერთდნენ.