ახალი ამბები

ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე აკრძალულია გადაადგილება

ტემპერატურის, მკვეთრი ვარდნის გამო ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე მოძრაობა აიკრძალა.

” დაბალი ტემპერატურის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-38) ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის 1- 62 კმ (გომბორის წრიული-შუა მთის მონასტრის გადასახვევი მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა”,- განაცხადეს საავტომობილო გზების დეპარტამენტში.