საქართველოში რესტორნები 8 მარტიდან გაიხსნება
საქართველოს მასშტაბით რესტორნების ფუნქციონირება სრულად მარტის დასაწყისიდან აღდგება.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, რესტორნები 1-ელი მარტიდან ბათუმში, ხოლო 8 მარტიდან დანარჩენ საქართველოში გაიხსნება.
“რესტორნები შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას შაბათ კვირის გარდა 8 მარტიდან განაახლებენ. რესტორნებს შიდა სივრცეებში მოუწევთ დადგენილი რეკომენდაციების და სტანდარტების ზედმიწევნით დაცვა, რაც შესაბამისი უწყებების მხრიდან იქნება მკაცრად გაკონტროლებული“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.