კახეთში მდებარე ყადორის ციხე, რომელიც საქართველოსა და დაღესტანს ერთმანეთისგან ჰყოფს
ყადორის ციხე თავდაცვითი ციხე-კოშკია, იგი კახეთში, კერძოდ ყადორის უღელტეხილზე მდებარეობს, რომელიც ერთმანეთისგან ჰყოფს საქართველოს და დაღესტანს.
ციხე აგებულია XVII საუკუნის II ნახევარში, რუსეთის მთავრობის მიერ. კახეთში გასაძარცვად ლეკების შემოსვლის შემთხვევაში, აქ ინთებოდა ცეცხლი, რომელიც კარგად ჩანს გრემიდან და კახელები შესაბამის თადარიგს იჭერდნენ.
ნაგებობა კვადრატულია და სამსართულიანი. გარედან, მის ორ მოპირდაპირე კუთხეზე მიშენებულია სწორკუთხა, სამსართულიანი კოშკი, რომელიც თითქმის მთლიანად შენობის გეგმის კონტურს გარეთაა გამოსული. ნაგებობა აგებულია, ფიქლით, ნატეხი ქვითა და კირის ხსნარით. შესასვლელის ღიობებსა და სათოფურების წყობაში გამოყენებულია ტლანქად დამუშავებული დიდი ზომის ქვებიც.
შენობა ამ დროისთვის ძალიან დაზიანებულია. იგი XIX საუკუნის შუა წლებში ლეკებს გადაუწვავთ. დღესდღეისობით შემორჩენილია ორი სართული და მესამე სართულის უმნიშვნელი ნაწილი.
მარიამ ოქროცვარიძე