ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

რა სამუშაოები განხორციელდება თელავის თეატრში გენერალური გეგმის მიხედვით

თელავის გენერალური გეგმა მოიცავს ქალაქის ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის კულტურული, გასართობი, შემეცნებითი სივრცეების მოწყობას.
გეგმა 2018 წელს დამუშავდა და თვითმმართველობას აქვს განსახილველად გადაცემული. აღნიშნული გეგმის მიხედვით, ქალაქის ცენტრი უნდა განვითარდეს.

დაგეგმილია, რომ ეს ტერიტორია იქცეს საფეხმავლო მოედნად და გახდეს ე.წ „სამზეუმო კვარტლის“ ცენტრი.

ასევე არსებული თეატრის შენობაში დამატებით შეიძლება მოეწყოს კინოთეატრის დარბაზები, სახურავზე კი- რესტორანი.
რეკონსტრუქციას საჭიროებს ასევე თეატრთან არსებული სკვერი, რომელიც გამოუყენებელი სივრცეა.