ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

ყვარელში ავარიას 1 პირი ემსხვერპლა- ვიდეო

ყვარელში, სოფელ შილდის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოავარიის შედეგად 1 პირი გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა.

თვითმხილველების თქმით, მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა,  გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

მსუბუქი ავტომობილის ერთი მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი მძიმედ დაშავდა. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების და პოლიციის ეკიპაჟები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ყვარლის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.