საქართველოში ზეთი შესაძლოა, კიდევ გაძვირდეს
საქართველოში შესაძლოა ზეთი კიდევ გაძვირდეს. ექსპერტების ინფორმაციით, ბოლო 2 თვის განმავლობაში რუსეთში საექსპორტო მზესუმზირის ზეთი 280 დოლარით გაძვირდა და ერთ ტონაზე 1 270 დოლარი შეადგინა.
შესაბამისად, მოიმატა ფასმა რუსული ზეთის იმპორტიორ ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოშიც. როგორც ზეთის იმპორტიორი კომპანია „ბარაქას“ დირექტორი, გურამ ბროძელი აცხადებს, ფასის ზრდის ძირითადი მიზეზი მსოფლიოში მზესუმზირის 40%-ით შემცირებული მოსავალია.
,,მზესუმზირის ზეთის იმპორტზე რუსეთს არ დაუწესებია არავითარი შეზღუდვა, თუმცა მზესუმზირაზე დააფიქსირეს ფასის 30%-იანი მატება, რაც საბოლოო პროდუქტის ფასს პირდაპირ პროპორციულად ზრდის. ამის და დოლარის კურსის გათვალისწინებით რომ შევაჯამოთ, დეკემბრიდან დღემდე ფასი 30%-ით არის გაზრდილი და მოსალოდნელია ფასის მეტად მომატება“, -განაცხადა ბროძელმა.
შეგახსენებთ, გასული წლის სექტემბერ-დეკემბრის მონაკვეთში მზესუმზირის ზეთის ფასი 40%-ით იყო გაზრდილი. ზეთის ფასი საქართველოში რამდენჯერმე გაიზარდა. ფასებო მომატებულია როგორც ქართული, ასევე უცხოური წარმოების ზეთებზე.