ახალი ამბები

სოფელ ძირკოკში საცხოვრებელი სახლი იწვის

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკოკში ცისკარიშვილების საცხოვრებელი სახლი იწვის.

არსებული ინფორმაციით, დამწვარია საყოფაცხოვრებო ნივთები.

როგორც knews.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძრის ჩაქრობას 5 ეკიპაჟი ცდილობდა.

მათივე ინფორმაციით, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.